საცობების პრობლემა ბათუმში

თუ ბათუმიდან ხელვაჩაურის ცენტრამდე დააპირებთ ავტომანქანით მგზავრობას, მოგიწევთ გაითვალისწინოთ, რომ სულ რაღაც რვა კილომეტრის გავლას, შესაძლოა 2-3 საათიც კი დასჭირდეს. მიზეზი საცობია, რომელიც ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, განსაკუთრებით პიკის საათებში იქმნება. გამზირი ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილია და იგი ერთადერთი გზაა, რომელიც მთიანი აჭარის სამ მუნიციპალიტეტსა და ხელვაჩაურს ბათუმთან აკავშირებს. შემოვლითი გზა არ არსებობს, სწორედ ამიტომ ის მუდმივად გადატვირთულია, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა მას შემდეგ, რაც გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამუშაოებმა მოსახლეობას გარკვეულწილად დისკომფორტი მართლაც შეუქმნა, თუმცა გზის რეაბილიტაციის შემდეგ, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას ითვალისწინებს, მოძრაობა მნიშვნელოვნად მოწესრიგდება.

მერაბ წულუკიძის და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი.