საბერძნეთი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებს და სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. სამი ცხედარი გუშინ აღმოაჩინეს, თუმცა მათი იდენტიფიცირება ექსპერტიზის გარეშე ვერ ხერხდება. მაშველებთან ერთად, მუშაობას განაგრძობენ გამომძიებლებიც. საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები, რომ მასშტაბური ხანძარი შესაძლოა დივერსია ყოფილიყო, ოფიციალურმა პირებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებითაც გაამყარეს.
ოპოზიცია კი ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს და სტიქიის დროს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს. გურამ როგავა შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს.