საბერძნეთში, ერთ-ერთ დამწვარ სახლში კიდევ სამი ცხედარი აღმოაჩინეს [ფოტო]
საბერძნეთში, ერთ-ერთ დამწვარ სახლში კიდევ სამი ცხედარი აღმოაჩინეს [ფოტო]

საბერძნეთის კურორტ მატიზე, სადაც მეოთხე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან, ერთ-ერთ დამწვარ სახლში კიდევ სამი ცხედარი აღმოაჩინეს. იმ ადგილას კრიმინალისტები იმყოფებიან.

სახლი სწორედ იმ კლდის პირას მდებარეობს, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ორი დღის წინ 26 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ისინი ზღვიდან 30 მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ, თუმცა ცეცხლის რკალს თავი ვერ დააღწიეს.

მატიში მძვინვარე ხანძრის შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანს ახლაც ეძებენ. მათ შორის არიან 9 წლის ტყუპი დები ვასილიკი და სოფია, რომლებიც ორი დღის წინ ხანძრის დროს დაიკარგნენ.

greece

greece

greece

greece

greece

greece