ძლიერი ხანძრის შედეგები

საბერძნეთში დაღუპულების რიცხვი 90-მდე გაიზარდა.

დღეს ათენთან ახლოს, დასახლება კოკინოლიმანაკში, კლდის პირას კიდევ სამი ცხედარი ოპოვეს. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი შესაძლოა ცნობილი ბერძენი მსახიობი, კრისა სპილიოტი იყოს, რომელიც დაკარგულთა სიაშია. საზღვაო კურორტ მატისთან ერთად სწორედ კოკინოიმანაკი დაზარალდა ყველაზე მეტად ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად.

გამოძიება გრძელდება. მის დასრულებამდე კი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხანძრის უმძიმეს შედეგებს უკანონო მშენებლობებს და ტყესთან ახლოს აშენებულ სახლებს უკავშირებს, რის გამოც, მისივე თქმით, სტიქიის ზონიდან გასასვლელები ჩაიხერგა და ხალხმა ტერიტორია ვეღარ დატოვა.

გურამ როგავა და ლევან ქართველიშვილი მუშაობენ კოკინოლიმანაკში.