ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიაზე საუბრობენ საბერძნეთის ხელისუფლებაში

საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით სერიოზული მტკიცებულებები აქვთ. მოქალაქეთა დაცვის მინისტრის თქმით, სატელიტური გამოსახულებების შესწავლისა და სახმელეთო ინსპექციის ჩატარების შედეგად, გამოძიებამ ატიკის აღმოსავლეთ ნაწილში, მასშტაბური ხანძრის განზრახ გაჩენის საკმაოდ ბევრი მტკიცებულება მოიპოვა. მინისტრი სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. პარალელურად გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციები როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. მაშველები სტიქიის ზონაში  თითოეულ შენობასა  და ტერიტორიას ამოწმებენ. დაკარგულებს ეძებენ ზღვაშიც. სწორედ სანაპიროს მიაშურა მოქალაქეთა უმეტესობამ ,მას შემდეგ რაც რაფინას რეგიონი, ხანძრის ალში გაეხვა.  ქვეყანა  უკვე მეორე დღეა ხანძრის შედეგად 85 გარდაცვლილს გლოვობს.  100-ზე მეტი  ადამიანი კი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.