საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრი - ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით სერიოზული მტკიცებულებები გვაქვს
საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრი - ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით სერიოზული მტკიცებულებები გვაქვს

საბერძნეთის ხელისუფლებას ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით სერიოზული მტკიცებულებები აქვს, – ამის შესახებ ბერძნული CNN-ი საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ნიკოს კოსტასის თქმით, სატელიტური გამოსახულებების შესწავლისა და სახმელეთო ინსპექციის ჩატარების შედეგად, გამოძიებამ მასშტაბური ხანძრის განზრახ გაჩენის საკმაოდ ბევრი მტკიცებულება მოიპოვა. მინისტრმა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

საბერძნეთში ხანძრის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ათობით ადამიანს ახლაც ეძებენ. მათ შორის არიან ცხრა წლის ტყუპი დები ვასილიკი და სოფია, რომლებიც ორი დღის წინ ხანძრის დროს დაიკარგნენ.

დატოვე კომენტარი