საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ. საუბარია იმ სასურსათო მარაგებზე, რაც სკოლამდელი დაწესებულებებისთვის იყო გათვალისწინებული. თუმცა ბაღებში, სკოლებისა და უნივერსიტეტების მსგავსად, კორონავირუსის გავრცელების გამო, სააღმზრდელო პროცესი ერთი თვეა შეწყვეტილია.
თბილისის გარდა, სასურსათო კალათებს არიგებენ რეგიონებშიც.