საზაფხულო ბაღები თბილისში

ცვლილებები საბავშვო ბაღების რეგისტრაციის წესში.

მომავალში პროცესი სამ ეტაპად წარიმართება. ფართოვდება პრიორიტეტული ჯგუფი, ანუ პირველ ეტაპზე რეგისტრაციას სოციალური ჯგუფები გაივლიან, რომლებსაც ბაღების თანამშრომელთა შვილებიც დაემატებიან. მეორე ეტაპზე შესაბამის მუნიციპალურ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები დარეგისტრირდებიან, მესამე ეტაპზე კი საყოველთაო რეგისტრაცია გამოცხადდება. სიახლეა ისიც, რომ განახლდება საზაფხულო ბაღების პროგრამა, ანუ სააღმზრდელო დაწესებულებები ივლისშიც იმუშავებენ, რისთვისაც 45 ბაღი შეირჩა.