საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გიორგი სეთურიძეს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.
გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიიღო. ირაკლი ქარსელაძე თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე კი ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
პირველი არხი დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდება სეთურიძის წასვლა თანამდებობიდან მისი მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს. თუმცა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მათ აბსურდულს უწოდებს.
დეპარტამენტი კორუფციულ საქმიანობაში „ევროპულმა საქართველომ“ დაადანაშაულა.