ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე დასაშვებია და ამ ეტაპზე, გზის 90-ე და 112-ე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.