საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხაიში-დიზის მონაკვეთზე თავისუფალია.

დიზი-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-ე, 112-ე კილომეტრზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.