საარჩევნო დაპირებები

მეფობს, მაგრამ არ მართავს – ასე ხედავენ კონსტიტუციონალისტები მომავალი პრეზიდენტის როლს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში.

იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება მკვეთრადაა შემცირებული და მას სახელისუფლებო შტოებს შორის ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია აქვს, პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამები ძირითადად სოციალურ დაპირებებზე არის აგებული.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პენსიების ზრდაზე, უმუშევრობის შემცირებაზე და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. ამ ფონზე „მოამბე“ დაინტერესდა, რატომ ჰპირდებიან პრეზიდენტობისთვის მებრძოლი პოლიტიკოსები ამომრჩევლებს იმას, რაც ქვეყნის მოწყობის მიხედვით არა პრეზიდენტის, არამედ მთავრობის და პარლამენტის მოვალეობაა.