დებატები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის

მძიმე ბრალდებების და მწვავე კრიტიკის ფონზე ჩაიარა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების პირველმა დებატმა.

„რასისტი“, პუტინის ლეკვი, ყველაზე ცუდი პრეზიდენტი – გამოსვლებში ჭარბობდა შეურაცხმყოფელი ეპითეტები. იყო თვითქებაც. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამართულმა და ექვს ნაწილად დაყოფილმა დებატმა ქვეყნის ყველა მწვავე და აქტუალური საკითხი მოიცვა. სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა პანდემიაზე, ეკონომიკაზე და ანტირასისტულ აქციებზე საუბრის დროს, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა უზენაეს სასამართლოში გაჩენილი ვაკანტური ადგილიც, რომელმაც წინასაარჩევნოდ შიდა პოლიტიკური უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა. 3 ნოემბერს გაირკვევა, პრეზიდენტის თანამდებობას დონალდ ტრამპი შეინარჩუნებს, თუ მას აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გადაიბარებს.

დატოვე კომენტარი