აკაკი ზოიძის ინიციატივას კონსტიტუციონალისტები აფასებენ

აკაკი ზოიძის ინციატივას კონსტიტუციონალისტები აფასებენ. მათი თქმით, ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ნაკლებად შესაძლებელია, რადგან, გარდა იმისა, რომ ის საქართველოს მთელ ტერიტორიას უნდა მოიცავდეს, განსაზღვრულია საკითხები, რომლებზეც რეფერენდუმის გამართვა შეიძლება.

რაც შეეხება პლებისციტს, მათი თქმით, შემდგომ პროცედურებს საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, რაც მომავალ არჩევნებამდე, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება. „კონსტიტუციონალისტები“ ამბობენ, რომ ყველზე კომპრომისული ვარიანტი ამ ვითარებაში, ე.წ. გერმანული მოდელია.