აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები

პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს აშშ-ში, რომელიც 3 ნოემბერს ახალ პრეზიდენტს ირჩევს.

პრეზიდენტობის დემოკრატი და რესპუბლიკელი კანდიდატები ერთმანეთს მეორე და ფინალურ ტელე-დებატებში დაუპირისპირდნენ. მოქმედი პრეზიდენტის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მთავარი სასაუბრო თემები ისევ პანდემია, სასამართლო სისტემა, რუსეთი, რასიზმი, საემიგრაციო და საგადასახადო პოლიტიკა და ბაიდენის შვილი იყო. „ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას“, – ასეთი იყო ტრამპის გზავნილი, განსხვავებით ბაიდენისგან, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მკაცრი ზომების ამოქმედებას არ გამორიცხავს. კანდიდატები ერთმანეთის მისამართით მწვავე განცხადებებს არც ამჯერად მორიდებიან.