სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა სპორტსმენებთან

15:13, 24.11.2018

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში სპორტსმენებს ხვდება. შეხვედრას კანდიდატის შვილებიც ესწრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სპორტის მნიშვნელობაზე, მისი განვითარების აუცილებლობაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ისაუბრა. საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ბავშვები სპორტის სხვადასხვა სახეობაზე შეიყვანონ. აუცილებელია მეტი თანხა ჩაიდოს სპორტში, რაც ჯანდაცვაში ეკონომიის გარანტი იქნება.

 

 

მსგავსი