საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვები გრძელდება

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დღეს რუსთავში ისაუბრეს. შეხვედრას მმართველი გუნდის წევრები, პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ. ცვლილებები მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლებას, უკვე 2020 წლიდან გულისხმობს.

უმრავლესობის წინადადებებთან ერთად, ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტიც განიხილება. მთავარ, პრინციპულ საკითხზე ორივე მხარე თანხმდება, რომ მომავალი არჩევნები შეცვლილი სისტემით ჩატარდება. სადავო რჩება ორი პუნქტი, რაც ბარიერსა და ბლოკების შექმნას უკავშირდება. განხილვები დედაქალაქსა და ათ რეგონულ ცენტში გაიმართება.