გადავინაცვლოთ თოვლიან მაღალმთიან აჭარაში.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ხულოს რაიონის სოფელ განახლებაში ჩავიდა და ახალ წელთან დაკავშირებულ ტრადიციებს გაეცნო. როგორც გაირკვა, აჭარაში ერთ-ერთი რიტუალი კვახის გახეთქვაა. ეს წესი ახალი წლის დადგომისთანავე სრულდება. არსებობს სადღესასწაულო სუფრის გაწყობასთან დაკავშირებული წესებიც, რომლებზეც უფრო ვრცლად მერაბ წულუკიძე მოგვიყვება.