საახალწლო კონცერტები რეგიონებში

ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონიძიებები დაიწყო.

პირველი ლოკაცია, საიდანც საახალწლო ქარავანი დაიძრა, სვანეთია. სადღესასწაულო კონცერტი სწორედ მესტიაში გაიმართა. გამოფენა-გაყიდვები, საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები – ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რაც სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებშია დაგეგმილი. საახალწლო კონცერტები იმართება ტყიბულში, თელავსა და მცხეთაშიც. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სადღესასწაულო ღონისძიებები ქვეყნის 63-ვე მუნიციპალიტეტში ძველით ახალ წლამდე გაიმართება.