საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ყველა მუნიციპალიტეტში კონცერტები და საბავშო ღონისძიებები იმართება. სენაკში მოეწყო საშობაო ქარავანი, ბაზრობები, გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. სენაკში საახალწლო ღონისძიებები დღეს ორ საათზე დაიწყო. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. დღის განმავლობაში გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი, ამ წუთებში კი სენაკელების წინაშე „ქუჩის ბიჭები“, ნოდარიკო ხუციშვილი, ელენე ფოჩხუა და სოფო ბედია წარდგებიან. საახალწლო ღონისძიება სენაკში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ-რეგულაციები.