საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
საახალწლო გალაკონცერტი – „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. თბილისის მერმა დღეს საახალწლო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. კალაძის ინფორმაციით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი საღამო, რომელიც ყველა თაობისა და გემოვნების მოქალაქის საყვარელ მუსიკალურ ნომრებს გააერთიანებს. კონცერტს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხიც გადასცემს.
სადღესასწაულო აქტივობები დედაქალაქში 14 იანვრამდე გაგრძელდება. საახალწლო სოფლები, როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე დედაენის ბაღშია მოწყობილი.