საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

სადღესასწაულო განწყობაა ბორჯომში, სადაც ამ წუთებში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. პატარების განწყობაზე კოსტიუმირებული გმირები, მოსიარულე ორკესტრი, თოვლის ბაბუ, ელფები და ანიმატორები ზრუნავენ. საშობაო ბაზრობაზე მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთონ. საღამო კი ცნობილი ქართველი შემსრულებლების გალა კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

ახალი წლის დღეების ფარგლებში სადღესასწაულო ღონისძიება მიმდინარეობს ყვარელში. ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა, ელფების სახელოსნო და თოვლის პაპას ფოსტა.
იმართება მუსიკალური კარნავალი და თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირების მონაწილეობით. ახალი წლის დღეებს ყვარელში კონცერტი დაასრულებს.