„ბათუმობა 2024“

„ბათუმობა 2024“ – დღეს და ხვალ ბათუმელები ქალაქის დღესასწაულს ზეიმობენ. მთავარ ღონისძიებებს ძირითადად ბულვარი მასპინძლობს, სადაც მოწყობილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღის, საზღვაო აკადემიის, საბავშვო და გასტრონომიული კუთხეები, მუზეუმებისა და სამხატვრო აკადემიის გამოფენები.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა კი ღონისძიების ფარგლებში სპექტაკლი წარმოადგინა. მიმდინარეობს ადგილობრივი ანსამბლებისა და სოლო შემსრულებლების კონცერტები. ხვალ კი „ბათუმობა 2024“ გალაკონცერტით დასრულდება.