რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში მოსწავლეები მოიწამლნენ

ინტოქსიკაციის შემთხვევა რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში. მოწამლულია 15 ბავშვი. მათ ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებათ. სკოლაში 2-ჯერ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.

მოსწავლეები და მათი მშობლები ვარაუდობენ, რომ მოწამვლა სასმელმა წყალმა გამოიწვია.

ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.