სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევა ლენტეხში

ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ ექიმები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები კლინიკაში ლენტეხიდან გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, 76 და 67 წლის პირების მძიმე ინტოქსიკაცია სოკომ გამოიწვია. პაციენტები მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

სოკოს მოხმარების შედეგად მიღებული ინტოქსიკაცია სასიკვდილო აღმოჩნდა კიდევ ერთი პირისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ის სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში დაიღუპა.