მოწამვლის ფაქტი საბავშვო ბაღში

ცნობილია, რა გახდა საბავშვო ბაღის 20 აღსაზრდელის ინტოქსიკაციის მიზეზი.

ორკვირიანი ლაბორატორიული კვლევების შემდეგ ირკვევა, რომ ბავშვები დაბინძურებულ წყალს და რძის პროდუქტებს იღებდნენ. ბაღში საკვები პროდუქტების შენახვის პირობებიც არ არის დაცული.

შემთხვევა მარტვილის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში მოხდა. მას შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.