მარტვილის საავადმყოფოში ორი მოწამლული არასრულწლოვანი ამ დრომდე რჩება

12:27, 01.10.2019

მარტვილის რაიონულ საავადმყოფოში ამ დრომდე მოწამლული ორი არასრულწლოვანი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მარტვილის მეორე საბავშვო ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით, კლინიკებში სულ  19 ბავშვი გადაიყვანეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.  მათ მისვლამდე კი,  საბავშვო ბაღში სურსათის ეროვნული  სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ბაღიდან აღებული საკვებისა და წყლის სინჯები, ბათუმის ლაბორატორიაში გაიგზავნა. დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მსგავსი