მასობრივი მოწამვლის შემთხვევა გორში

ქალაქ გორში დღის  განმავლობაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ კიდევ ათმა პაციენტმა მიმართა. ბოლო ორი დღის განმავლობაში კლინიკას უკვე 100- მეტმა ბავშვმა მიმართა, ყველა მათგანს ერთი და იგივე სიმპტომები, პირღებინება და დიარეა აქვს. ამ ეტაპზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სტაციონარში 24 მოზარდი რჩება, დანარჩენებმა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკა დატოვეს. ინტოქსიკაციის ჩივილებით ბავშვები არა მხოლოდ კომბინატის დასახლებიდან, არამედ გორის სხვადასხვა უბნიდან და გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლიდანაც არიან. რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი უცნობია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კვლევის მიხედვით, წყალი სასმელად ვარგისია.