რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე მოიწამლა

ორჯერ გამოიძახეს დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება რუსთავის მე-16  საჯარო სკოლაში. 15 მოსწავლე შეუძლოდ ერთი და იგივე სიმპტომებით გახდა. მოზარდები მიზეზად სასმელ წყალს ასახელებენ, რადგან  პირველი გაკვეთილის შემდეგ წყალი ყველა მათგანმა დალია.

მშობლების ნაწილი ამბობს, რომ გასული საღამოდან მოყოლებული, სისტემაში მღვრიე წყალი მოდიოდა, რაც ქალაქში წყლის გაწმენდით სამუშაოებს უკავშირდებოდა. თუმცა, რუსთავის წყლის ლაბორატორიის პირველადი მონაცემებით, სკოლაში აღებული სასმელი წყლის სინჯი არსებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

მოსწავლეები ამ ეტაპზე მკურნალობას სახლში გადიან.