„რუსთავი ორის“ ჟურნალისტების გამოკითხვა საბურთალოს პოლიციაში

გვიან ღამემდე გაგრძელდა რუსთავი ორის  ჟურნალისტის დავით ერაძისა და იურისტ თამთა მურადაშვილის გამოკითხვა საბურთალოს პოლიციაში. მათ გამოძიებასთან დეტალურად გაიხსენეს რუსთავი ორის ეზოში, აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები.

დავით ერაძე ამბობს, რომ მას ზუსტად არ დაუნახავს ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აქცია რუსთავი ორის შენობასთან “ქართული მარშის”წევრებმა მოაწყვეს, ისინი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, მათი თქმით, გაბუნიამ ეთერში  მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს შეურაცხყოფა მიაყენა.