სუს-ის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ექსპერტები აფასებენ

სუს-ის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას პოზიტიურად აფასებენ ექსპერტები. მათი თქმით, სახელმწიფომ იმუშავა კარგად და დანაშაულამდე შეძლო საფრთხის აღკვეთა. თუმცა, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი დანაშაულის ნიშნებს ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის განცხადებაში ხედავს.

ნიკოლეიშვილის თქმით, გვარამიას განცხადება, სადაც აცხადებს, რომ იცოდა ფაქტის შესახებ, უკვე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომ მან საფრთხის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავებს. ექსპერტი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, გიორგი გაბუნიას სიცოცხლის ხელყოფა გვარამიას პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

დატოვე კომენტარი