შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმე

გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქრონიკა +“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე გამოკითხეს.

კილაძის თქმით, სუს-ში დაბარება უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეგ დეინეკას მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. კილაძის თქმით, მასა და ჟურნალისტ დეინიკას შორის შედგა კომუნიკაცია და საკითხი ქართულ-უკრაინულ მედია-პროექტს შეეხებოდა. როგორც კილაძემ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოხდა მისი მობილური ტელეფონის დათვალიერება და შესაბამისი ოქმების შედგენა.

დატოვე კომენტარი