გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ამ წუთებში ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იკითხება. 13 საათზე კი „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას ელოდებიან. საქმე ეხება სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქის დაკავებასა და ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ აღნიშნული პირი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ხათუნა გაგნიძე თემის დეტალებით.