შეკვეთილი მკვლელობის საქმე 

შეკვეთილი მკვლელობის მზადების გახმაურებული საქმიდან რამდენიმე გარემოება ხდება ცნობილი.

გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია დღეს მაგისტრატმა მოსამართლემ გამოკითხა. ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა განმარტა, როდის და ვისგან მიიღო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმაზე ინფორმაცია და რა კავშირშია ამ ცნობის მიღებასთან უკრაინის სპეც-სამსახურები, რომელსაც დღეს გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერშიც ახსენებენ. მასალაში, რომლის ნამდვილობა ჯერ არ დაუდგენიათ, სავარაუდეოდ მიხეილ სააკაშვილი ზურა ადეიშვილს ესაუბრება. გადაცემა „პოსტ-ფაქტუმის“ წამყვანი დარწმუნებულია, რომ მისი ლიკვიდაციის გეგმა რუსეთის პრეზიდენტის დავალებით მზადდებოდა. გამოძიება რეზონანსული საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ქავთარაძის ქუჩაზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეზე და დანაშაულთან მის შემხებლობაზე საკუთარი ვერსია აქვს „მთავარის“ ხელმძღვანელს.