პრემიერ-მინისტრის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღკვეთილ დანაშაულზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“. გიორგი გახარიამ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირის საქმეზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია სწრაფი გამოძიება და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.

შეგახსნებთ, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ჩეჩნეთის პრეზიდენტის დაკვეთით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.

გიორგი გახარია „თავისუფალ ხედვაში“ #LIVE