„რუსთავი 2-ის“ 60% დაყადაღებულია

„რუსთავი ორის“ გარშემო კიდევ ერთი სასამართლო დავა იწყება. მოსარჩელეები ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები – დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან, რომელთა სარჩელი დღეს საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

სამართლებრივი დავის დასრულებამდე ყადაღა დაედო ტელევიზიის აქციების 60%-საც. სწორედ ამ მოცულობის წილზე აცხადებენ დვალი-აქიმიძე პრეტენზიას.

გადაწყვეტილება მიუღებელია არხის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ყოფილი მფლობელების სარჩელს ხანდაზმულად მიიჩნევს.