ამ წუთისთვის რუსთაველის გამზირზე აპარატურისა და სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. გაშლილია რამდენიმე კარავიც. აქცია „ნუ მომკლავ“ დღის მეორე ნახევარში, 4 საათზე უნდა განახლდეს. სწორედ დღეს გადის ის ვადა, რაც პირველ დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის მამამ ხელისუფლებას გამოძიებისათვის მისცა.
პარლამენტის შენობასთან იქნება დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
აქციის ორგანიზებაში რამდენიმე ოპოზიცური პარტიაა ჩართული. „ნაციონალური მოძრაობა, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები მხარდამჭერების მობილიზებას გეგმავენ.
დედაქალაქისკენ გამოემგზავრნენ უკვე რეგიონებიდანაც. ზუგდიდიდან წამოსულები ჯერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეიკრიბებიან.
მიკროავტობუსი დაიძრა ფოთიდანაც.