ზაზა სარალიძე რუსთაველზე ხვალ დაგეგმილ აქციას უერთდება
ზაზა სარალიძე რუსთაველზე ხვალ დაგეგმილ აქციას უერთდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე რუსთაველზე 10 ივნისს დაგეგმილ აქციას უერთდება, – ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხვალინდელი აქცია გრძელდება იმიტომ, რომ მე ნაბიჯები ჯერჯერობით ვერ დავინახე. გავიგე, რომ ვიღაც ექსპერტები და სკოლის დირექტორი ჰყავთ დაბარებული. საქმის პროკურორები, რომლებმაც პირდაპირ გააყალბეს საქმე, ამ ხალხს არ იბარებენ და რა შუაშია სკოლის დირექტორი. ვის ატყუებენ? აღარ მოწყინდათ ამ სისულელის ლაპარაკი? მე უკვე მივაწოდე ინფორმაცია კონკრეტულ პირებზე, რომ 10 რიცხვამდე დააკავონ. ამ პიროვნებების რაოდენობა ბევრია“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.