რომის პაპი აზიაში

ყველა გზა ყოველთვის რომში არ მიდის. ამჯერად, რომის პაპის გზა დასავლეთიდან აღმოსავლეთში მიმართება. პონტიფიკოსი მიანმარში როჰინგების სახელით ცნობილი ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობის მიმართ გამოვლენილი ძალადობის შეჩერებას შეეცდება.

ფრანცისკე პირველის მისია რთულია, რადგან მიანმარიდან გაძევებული ასი ათასობით ადამიანის სახლებში დაბრუნების საკითხი ისევ მოუგვარებელია.

მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მიანმარი ზაფხულში მოექცა, როდესაც როჰინგებთან დაკავშირებულმა მუსლიმურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ პოლიციის გამშვებ პუნქტებსა და სამხედროების ბაზებზე კოორდინირებული იერიში მიიტანა.

მიანმარის არმიამ კი მუსლიმური სამხედრო ჯგუფის პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობის დევნაც დაიწყო. შედეგად, როჰინგების დიდი ნაწილი ბანგლადეშში გაიქცა.