კათოლიკური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს

კათოლიკური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა საზეიმო წირვა აღავლინა. პონტიფიკოსმა ქადაგებისას დაგმო ომი და უმწეობის შეგრძნების დასაძლევად მორწმუნეებს მოუწოდა ღმერთს მიმართონ. ცოტა ხანში კი, რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მრევლს ტრადიციული ურბი ეთ ორბი ქადაგებითაც მიმართავს.