რიკოთის გვირაბთან ავარიას ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისაც
რიკოთის გვირაბთან მომხდარ ავარიას ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი პირი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ის მალევე გარდაიცვალა. პაციენტს სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდაცვლილის ცხედარი კლინიკიდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, რომელიც ამავე საავადმყოფოში შეიყვანეს, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები და მათი ნათესავები არიან.