ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის განცხადებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 450 ადამიანს გადააჭარბა. კვლევის მიხედვით, რომელიც ბოლო ერთი წლის პერიოდს მოიცავს, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზები, საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას, კანონის აღსრულებასა და ავტომობილების უსაფრთხოებას უკავშირდება.

დავით მესხიშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების სისტემის მოწესრიგების მიზნით, 2016 წლიდან დღემდე, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. მესხიშვილი გამოსავალს ევროდირექტივების დანერგვაში ხედავს.