რიკოთზე მოძრაობა შეზღუდულია

რიკოთზე მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდა. ამის მიზეზი ქვათაცვენა გახდა. გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, მსუბუქი ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით იმოძრავებს, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.