დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. 50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა, ექიმების თქმით, კრიტიკულად მძიმე იყო. კლინიკაში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება. ორს ჩაუტარდა ოპერაცია და მდგომარეობა სტაბილურია. მესამე რეანიმაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, ავარია შაბათს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალთან“ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

დატოვე კომენტარი