ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი სახელწოდებით – „თანამშრომლობა საქართველოსთან“, სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა. ლაშა დარსალიამ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა რუსეთის პასუხისმგებლობას ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ოკუპირებულ რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობაზე მიუთითებს.