რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა - კონფერენცია ვაშინგტონში
რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა; ვაშინგტონში საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე საუბარი სწორედ აღნიშნულ საკითხებს შეეხო. მონაწილეობა მიიღეს რელიგიურმა ლიდერებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო პირები ასევე შეხვდნენ სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.