„დემოკრატია იწყება სკოლაში“ - ევროპის საბჭომ, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალი პროექტი წარადგინა

„დემოკრატია იწყება სკოლაში“ – ამ სახელწოდებით ევროპის საბჭომ, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალი პროექტი წარადგინა. პროექტი ადგილობრივ თემში დემოკრატიის გაძლიერებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად.

კონფერენციაზე ევროპის საბჭოს მთავარი კონცეფციები, მოქალაქეობრივ განათლებაში არსებული მიდგომები და ამ სფეროში საქართველოს მიღწევები განიხილეს. პროექტის ფარგლებში, აქტივობების განხორციელება 2022 წლის 1-ელ მარტს დაიწყო და 2023 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.