რეინჯერთა მომზადების სკოლა მე-12 ნაკადმა დაასრულა. 25 კვირის განმავლობაში, მსმენელებმა თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები გაიარეს, რაც სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებას მოიცავდა. მათ ასევე შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა. კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში მსახურს გააგრძელებენ. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ სწავლა განაგრძონ „სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამაზე“, რომლის დასრულების შემდეგაც, სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონში ჩაირიცხებიან.