რეინჯერთა მსოფლიო დღე

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს უნიკალურ ბუნებას 400-მდე რეინჯერი იცავს. მათი დაცვის ქვეშ 667 000 ჰექტარია. ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, სისუფთავეზე ზრუნვა და ვიზიტორთა დახმარება – ეს ყველაფერი მათ საქმიანობაში შედის.

დღეს გაგაცნობთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერს, 70 წლის ტარიელ ხიჯაკაძეს, რომელიც ახლა რეინჯერობას 11 წლის შვილიშვილს ასწავლის, იმ იმედით, რომ ბაბუის გზას მომავალში ნიკა გააგრძელებს.