სამძებრო სამუშაოები აბასთუმანში

მეორე დღეა აბასთუმანში ექვს ახალგაზრდას ეძებენ. ისინი ნაკრძალში სალაშქროდ იყვნენ წასულები. კვალი გუშინ დილიდან დაიკარგა, როდესაც ახალგაზრდებს ოჯახის წევრები ვეღარ დაუკავშირდნენ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის მონაკვეთზე, სამძებრო სამუშაოები მეორე დღეა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 40  მეხანძრე-მაშველი. საგანგებო სიტუაციების სამსახური ძებნაში საფრენ აპარატებს, დრონებსაც იყენებს. მაშველებს უკვე დაცული ტერიტორიების სააგენტოს 30 რეინჯერიც ეხმარება.

მოამბე

დატოვე კომენტარი